რესქული
რესქული უძრავი ქონების ინდუსტრიაზე ორიენტირებული პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც თქვენი შესაძლებლობების გაფართოებასა და კარიერული განვითარების დაჩქარებაზე ზრუნავს.
ჩვენი პროფესიული სწავლება ხორციელდება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
თუ რესქულის სერტიფიკატს ფლობ, თავისუფლად შეგიძლია უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტრანზაქციებსა და პროცესებში გარკვევა, მათი გამოკვლევა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქცენტების დასმა. გაქვს საკმარისი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად, ეფექტურობის გასაზრდელად და წარმატებული ინვესტიციის შესაფასებლად.
ტრენერები
რესქულის ტრენერები Colliers International Georgia-ს პრაქტიკოსი უძრავი ქონების ექსპერტები არიან, რომელთაც უძრავი ქონების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი უმეტესობა სერტიფიცირებული შემფასებლების სამეფო ინსტიტუტის (RICS) წევრია, რომელიც 1868 წელს ბრიტანეთში დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანოს წარმოადგენს უძრავი ქონების სფეროში.