სიახლეების გამოწერა

მერაბ ალექსიძის ქუჩა 12
ბიზნეს ცენტრი King David
მე-11 სართული
თბილისი 0193, საქართველო

  • White Facebook Icon

Copyright © 2019 Colliers International Georgia

უძრავი 
ქონების შეფასების

კურსი

უძრავი ქონების შეფასების კურსის განმავლობაში გაეცნობი უძრავი ქონების ზოგად პრინციპებს და მიიღებ იმ ძირითად ცოდნას და უნარებს, რომლებიც უძრავი ქონების შესაფასებლად დაგჭირდება.

4 თვე

კურსის მიზანია ტრენერების მრავალწლიანი ცოდნის გაზიარება და ქართული ბაზრისთვის შესაბამისი მაგალითების გამოყენებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. სწორედ ამ პრაქტიკული უნარებიდან და მიღებული ცოდნიდან გამომდინარე უნდა შეძლო ქონების ღირებულების დადგენა როგორც მარეგულირებლის მოთხოვნების, ისე საერთაშორისო სტანდარტებისა და მსოფლიოს წამყვანი პროფესიული დაწესებულებების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად.

ხანგრძლივობა

მიზანი

2950

სრული ღირებულება

ვისთვისაა განკუთვნილი
შეფასების კურსი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონების საშემფასებლო საქმიანობით და სურს, დაეუფლოს შემფასებლის მოთხოვნად პროფესიას. განურჩევლად იმისა, უძრავ ქონებაში გამოცდილი კადრი ხარ თუ ნულიდან გსურს ამ ინდუსტრიაში კარიერის დაწყება, შეფასების კურსი დაგეხმარება მარტივად და თავისუფლად მოახდინო ინტეგრაცია თანამედროვე კონკურენტულ გარემოში.

ფორმატი

თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები

გამოცდა

შეფასების ანგარიშის წარდგენა

12 კვირა

კვირაში 3 დღე

ლექცია - 2 საათი